jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: ჯაოკენი
გამოქვეყნდა: 13 ივნისი / განცხადების ვადა: 15 ივლისი

კომპანია ჯაოკენი 1997 წლიდან საქართველოს ბაზარზე წარმატებით ახორციელებს სარემონტო მასალების იმპორტს და ვაჭრობას, რომელიც იყოფა შემდეგ 3 კატეგორიად: მოსაპირკეთებელი მასალები, სანტექნიკის და სააბაზანო მოწყობილობები, შპალერის და ლაქ საღებავების კატეგორიებად. დღეის მდგომარეობით, კომპანია თავისი შოურუმებით წარმოდგენილია თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, სენაკში და თელავში.

კომპანია ჯაოკენი აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

პოზიცია: კორპორატიული გაყიდვების აგენტი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი (დასვენება -კვირაში 2 დღე)
სამუშაო ადგილი: ბათუმი, შავშეთის ქ.60
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი ბონუსის 1500 ლარი + ბონუსი 2500 ლარამდე
გამოსაცდელი პერიოდი - 3 თვე.
ანაზღაურება - საგამოცდო პერიოდის განმავლობაში: პირველი 3 თვე - 2500₾

ფუნქცია მოვალეობები:

** კორპორატიული კლიენტების მოძიება და მათთან მოლაპარაკების წარმოება;
** ახალი პოტენციური კლიენტების მოძიება კლიენტთა ბაზის შექმნა და მუდმივი მონიტორინგი;
** კორპორატიული კლიენტებისთვის ხელშეკრულებების პირობების დეტალური გაცნობა/შეთანხმება;
** ხელშეკრულებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და მისი გაფორმების კოორდინაცია;
** კორპორატიული კლიენტების მხრიდან მოთხოვნილი პროდუქციის მარაგის მოძიება და მიწოდების უზრუნველყოფის კოორდინაცია;
** კორპორატიული კლიენტების ლიმიტების, კონსიგნაციებისა და გადახდების კონტროლი და აღნიშნულ ინფორმაციაზე ანგარიშგების მომზადება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
** კორპორატიული კლიენტებთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად დაწესებული ფასების ჩასწორების ინიცირება და კოორდინაცია;
** კორპორატიული კლიენტებთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად გათვალისწინებული პროდუქციის მარაგების კონტროლი;
** კორპორატიული კლიენტების მუდმივი ინფორმირება, კომპანიაში შემოსული ახალი პროდუქციის თაობაზე და აღნიშნული პროდუქციის შეთავაზება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება
** უმაღლესი განათლება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა
** ინგლისური ან რუსული ენის ფლობა
** ანალიტიკური აზროვნება
** თვითმოტივირებისა და გუნდის მოტივირების უნარი
** პასუხისმგებლიანი
** კომუნიკაბელური

აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ყოლა, B კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა

ჩვენ გთავაზობთ:

** პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** სადაზღვევო პოლისს.
** კორპორაციულ ფასდაკლებას.
** პროფესიულ განვითარებას.

კანდიდატების შერჩევა მოხდება 2 ეტაპად:

1. ინდივიდუალური გასაუბრება
2. ტესტი

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@jaokeni.ge საგნის ველში მიუთითეთ პოზიცია "კორპორატიული გაყიდვების აგენტი ბათუმი".

განაცხადიs შემოტანის ბოლო ვადა: 15.07.2025 წ.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |