jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: არდი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 13 ივნისი / განცხადების ვადა: 13 ივლისი

სს "არდი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში, ქ. ქუთაისსა და ქ. ბათუმში.

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 18:00-მდე.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ყოველთვიური ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური მომხმარებლის მოძიება/მოზიდვა;
** სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება და გაყიდვა იურიდიულ პირებზე;
** გაყიდვების გეგმის შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება, (სასურველია - საბანკო ან საფინანსო განხრით);
** ინგლისური ენის ცოდნა (B1 - B2).

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: Career@ardi.ge-ზე, გთხოვთ გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება და რეგიონი - "კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი - ქალაქი".

ინფორმაცია კომპანიის შესახებ:

"არდი" წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან და სწრაფად განვითარებად სადაზღვევო კომპანიას, ქართულ ბაზარზე, რომელიც 2010 წლიდან ოპერირებს.

ჩვენი მიზანია ბიზნესის გრძელვადიანობის, მომხმარებლისთვის სტაბილურობისა და დაცულობის შექმნა. ჩვენ ვქმნით წარმატებული ზრდის პლატფორმას, მკაფიოდ ფოკუსირებული სტრატეგიით ხარისხზე, მომსახურების სიმარტივესა და ხელმისაწვდომობაზე. კარგად გვესმის რა გამოწვევები აქვს თანამედროვე სამყაროში თითოეულ ადამიანს და ბიზნეს, ამიტომ ვცდილობთ, რომ ჩვენი სადაზღვევო პროდუქტებით მოვახდინოთ მათ საჭიროებებზე ზუსტი მორგება და დავზოგოთ ყველაზე მთავარი, მათი რესურსები: დრო და ფინანსები.

არდი - როცა ფიქრობ მხოლოდ კარგზე!

სს "არდი დაზღვევის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ "სს. არდი დაზღვევა" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები;

ანიჭებთ "სს არდი დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე "სს. არდი დაზღვევა" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |