კონსულტანტის ვაკანსია მაღაზია "ლესეში".
ლესე — მსოფლიოში გამორჩეული ბრენდების საკოლექციო და პროფესიონალური დანების მაღაზიაა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის სამზარეულოს, სალაშქრო, ყოველდღიურ და საკოლექციო დანებს.
ჩვენ ვეძებთ პასუხისმგებლობიან და მოტივირებულ თანამშრომელს, რომელიც გახდება ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი წევრი.
სამუშაო პირობები:
** სრული განაკვეთი: 11:00-დან 20:00 საათამდე, კვირაში 5 დღე
** ძირითადი სამუშაო ადგილი: ლესეს მაღაზია
** საჭიროების შემთხვევაში - საწყობსა და სტენდებზე მუშაობა სითი მოლი საბურთალოსა და გლდანის ფილიალებში
** ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლებისთვის პროდუქციის პრეზენტაცია და კონსულტაცია
** მაღაზიაში პროდუქციის განლაგება და მოწესრიგება
** გაყიდვების პროცესში ჩართვა და შედეგებზე ორიენტირება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კომუნიკაბელურობა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების და სიტუაციის მართვის უნარი
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV ელ. ფოსტაზე: Info@lese.ge