"მისო ლიდერ კრედიტი" წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას საქართველოს ბაზარზე. კომპანია მოიცავს საქართველოს მასშტაბით 44 ფილიალს და 400-ზე მეტ თანამშრომელს. შემოუერთდით მაღალკვალიფიციურ, კომპეტენტურ და წინსვლაზე ორიენტირებულ გუნდს!
შპს მისო "ლიდერ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი, მურმან ლებანიძის ქ.19 (დინამოს მიმდებარედ)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, სრული, ყოველი მეორე შაბათი: 10:00-14:00
ანაზღაურება: 1000 ლარიდან (გამოცდილების გათვალისწინებით)
სამუშაოს აღწერილობა:
** შემოსულ ზარებზე ოპერატიული რეაგირება;
** მომხმარებლისთვის კომპეტენტური პასუხის გაცემა; საჭიროებისამებრ, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი დახმარების გაწევა;
** შემოსული ზარების ბაზაში ასახვა და რეპორტების წარმოება, მოთხოვნისამებრ;
** პოზიციის და კომპეტენციის ფარგლებში გამავალი ზარების განხორციელება.
ჩვენ ვეძებთ თანამშრომელს:
** ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარით;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** მოსმენილის ადვილად გააზრებისა და გაანალიზების უნარით;
** კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარით;
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილებით;
** სწრაფსა და ორგანიზებულს;
** სასურველია ჰქონდეს ქოლ-ცენტრში მუშაობის გამოცდილება;
** საბანკო/საფინანსო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** უცხო ენების (ინგლისური, რუსული) საკომუნიკაციო დონეზე ცოდნით;
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 6 ივლისი. შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ეტაპობრივად, დედლაინამდე, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: hr@leadercredit.ge, სათაურის ველში (subject line) მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება
დამატებითი ინფორმაცია, ჩვენი ორგანიზაციის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებმისამართზე: http://www.leadercredit.ge
მნიშვნელოვანი შეტყობინება:
გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო ლიდერ კრედიტის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს "მისო ლიდერ კრედიტში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვისა.
თუ თქვენ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან/და გსურთ შპს "მისო ლიდერ კრედიტმა" შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელფოსტის მეშვეობით: hr@leadercredit.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: 0322 730073 (*010).
გისურვებთ წარმატებას!