Buxus Hotel Shekvetili ეძებს მეგობრულ, ორგანიზებულ და პასუხისმგებლობის მქონე ადმინისტრატორს, რომელიც იზრუნებს სტუმრების კომფორტსა და მაღალი დონის მომსახურებაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროს სტუმრების მიღება, რეგისტრაცია და განთავსება
** ჯავშნების მართვა (ონლაინ პლატფორმები Booking.com და სატელეფონო შეკვეთები)
** სტუმრებთან კომუნიკაცია ქართულ, ინგლისურ და სასურველია რუსულ ენაზე
** სასტუმროს ყოველდღიური ოპერაციების კოორდინაცია
** პრობლემური სიტუაციების დროული და ეფექტური გადაჭრა
** შიდა წესებისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ქართული ენის გამართული ცოდნა (აუცილებელია)
** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (აუცილებელია)
** რუსული ენის ცოდნა (სასურველია)
** კომპიუტერული პროგრამების ფლობა (MS Office, ელ.ფოსტა; პლუსად ჩაითვლება FINA სისტემის ცოდნა)
** პასუხისმგებლიანი, კომუნიკაბელური და დეტალებზე ორიენტირებული პიროვნება
ჩვენ გთავაზობთ:
პროფესიული სამუშაო გარემო, კონკურენტუნარიანი ანაზღაურება, საცხოვრებლის უზრუნველყოფა, პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
რეზიუმეს გაგზავნა:
გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ შემდეგ ელფოსტაზე: buxusreception@gmail.com
მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდებიან.