აუტიზმის ქართულ-ამერიკული ცენტრი "ლოლიპოპი" აცხადებს ვაკანსიას ფიზიკური თერაპევტის პოზიციაზე.
მოვალეობები:
** შეფასების, შემდგომი ინდივიდუალური განვითარების გეგმის განხორციელება;
** ინდივიდუალური გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** მშობლის განათლება სხვადასხვა უნარ-ჩვევების, ქცევის მართვის და კომუნიკაციის უნარების განვითარებაში ხელშეწყობა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
** დოკუმენტაციის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ფიზიკური თერაპევტი რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება ან გამოცდილება ამ პროფესიაში;
** ფიზიკური თერაპევტის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
** რომელიმე უცხო ენის ცოდნა (ინგლისური, რუსული).
სავალდებულო უნარები:
** თანადგომის და ემპათიის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაცია - მოსმენის გაგების და ნდობის მოპოვების უნარი;
** ურთიერთობების დამყარების უნარი/გუნდური მუშაობა და სხვების თავისებურებების გათვალისწინება;
** თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციაში;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს;
** სასიამოვნო და კეთილგანწყობის სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას;
** სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი.
დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოაგზავნეთ ელ. ფოსტის მისამართზე: lolipopcentre@gmail.com