Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: ნეოტექი
გამოქვეყნდა: 17 მაისი / განცხადების ვადა: 17 ივნისი

კომპანია "ნეოტექი" აცხადებს ვაკანსიას პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია "ნეოტექი", უსაფრთხოების სისტემების წამყვანი დისტრიბუტორი კომპანიაა, რომელიც ფუნქციონირებს 2005 წლიდან და მნიშვნელოვანი ადგილი უკავია უსაფრთხოების სისტემების სფეროში. ჩვენ ვქმნით განვითარებასა და ხარისხზე ორიენტირებულ სტანდარტებს, რომელიც მომხმარებელთან ურთიერთობას ანიჭებს პრიორიტეტს.

ჩვენი მისიაა წამყვანი თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით შევქმნათ უსაფრთხო და კომფორტული გარემო!

შემოუერთდით ჩვენს გუნდს!

სამუშაო პირობები: სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ნ.ბოხუას ქ.
სამუშაო გრაფიკი: სრული- ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00;
გამოსაცდელი პერიოდი - 6 თვე;

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტის სამუშაო პროცესების დეტალური დაგეგმარება;
** პროექტის ყველა საჭირო სტრუქტურული ერთეულის კოორდინაცია;
** სამუშაო პროცესების გრაფიკების დადგენა და კონტროლი;
** ტექნიკური დეპარტამენტის მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის მონიტორინგი და რეპორტინგი;
** საპროექტო სამუშაოების შესრულების პროცესში საჭირო პირობებისა და მასალების უზრუნველყოფა;
** პროექტების მსვლელობის პროცესში წარმოქმნილი შეფერხებების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება;
** რეპორტის წარმოება უშუალო ხელმძღვანელთან;
** დასაქმებულის კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა (MS Office: Word, Excel, Powerpoint, Outlook).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდთან მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@neotech.ge და სათაურის (subject) ველში მიუთითოთ პოზიცია "პროექტების მენეჯერი".

კომპანია "ნეოტექი" გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.