Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ექსპედიტორის დამხმარე
მომწოდებელი: იბერია რეფრეშმენტსი
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

სს "იბერია რეფრეშმენტსი" - "პეპსიკოს" ბოთლერი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ექსპედიტორის დამხმარის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ორხევი, თეთრი ჰესის დასახლება.

ჩვენ ვართ "იბერია რეფრეშმენტსი" - პეპსიკოს ოფიციალური ბოთლერი საქართველოში. კომპანიის ბრენდებია: პეპსის სრული ასორტიმენტი (Pepsi, 7UP, Mirinda), ენერგეტიკული სასმელი "Max Power", ლიმონათი "Iberia". კომპანია ახორციელებს ადგილობრივ წარმოებას და დისტრიბუციას.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის საწყობიდან მანქანის პროდუქციით დატვირთვაში და გადატანაში მონაწილეობის მიღება;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის მიტანა დროულად, უსაფრთხოდ და შეტანა შესაბამისი სტანდარტების დაცვით;
** დისტრიბუციის მძღოლთან ერთად ბორტზე ყოფნა და საჭიროების შემთხვევაში მისი ფუნქცია-მოვალეობების შეთავსება;
** ნაშთების კონტროლი ბორტზე;
** სატვირთო ავტომობილის გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება და მოვლა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;
** სატვირთო ავტომობილის მართვის ან/და მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** სადისტრიბუციო კომპანიაში/სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** მართვის მოწმობის ქონა - B, C კატეგორია (აუცილებელია);
** პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა, შრომისუნარიანობა.

ანაზღაურება: ფიქსირებული და ბონუსი. ჯამში თვეში საშუალოდ 900-1000 ლარი (ხელზე ასაღები).
გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით.

აპლიკაციის შემოტანის პროცედურები:

ყველა დაინტერესებულ კანდიდატს შეუძლია გამოგზავნოს საკუთარი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@pepsi.ge. პოზიციის დასახელება - "ექსპედიტორის დამხმარე" - უნდა იყოს მითითებული ელფოსტის სათაურში ("subject"-ში).

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აპლიკაციის შემოტანის საბოლოო ვადა: 30.06.2021.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.