კომპანია "პეტ სპოტი" 2018 წლიდან არის ბაზარზე და უკვე წლებია ძალიან წარმატებულად ფუნქციონირებს საქართველოს მასშტაბით. ჩვენი კომანია ცნობილია ევროპული პროდუქციით, ხარისხიანი და საუკეთესო მომსახურებით. ზოომაღაზიათა ქსელი აკმაყოფილებს ყველა ევროპულ სტანდარტს და თანამშრომლებისთვის საუკეთესო პირობებს აწესებს.
ზოომაღაზიათა ქსელი, "პეტ სპოტ"-ი აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბათუმი
ანაზღაურება: მინიმალური ხელფასი 800ლ + ბონუსი ნავაჭრიდან
ძირითადი მოთხოვნები:
** ცხოველების სიყვარული;
** სალაროსთან მუშაობა;
** კონსულტაციის გაწევა კლიენტისთვის;
** სამუშაო გარემოს მოვლა და გაფრთხილება;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** სამუშაოს მიმართ კონცენტრირებულობა;
** სასურველია ერთი უცხო ენის ცოდნა;
** სწრაფად რეაგირება.
თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პირობას, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ფორმა ჩვენს ოფიციალურ საფოსტო ყუთის მისამართზე: petspot.ge@gmail.com
CV-ში აუცილებლად მიუთითეთ ქალაქი, სადაც გსურთ, რომ დასაქმდეთ.
კანდიდატის შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.