კომპანია "ჯითი მოტორსი" საავტომობილო ბრენდების- Jaguar Land Rover, Ford, Suzuki, BMW, Mini ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას EVHC (Electronic Vehicle Health Check) სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #155
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ავტომობილის, სერვისში მოხვედრამდე ვიზუალური ინსპექცია პროცესისთვის გამოყოფილ შესაბამის სივრცეში;
** ექსტერიერის და ინტერიერის დაზიანებების იდენტიფიცირება და შესაბამის პროგრამაში დაფიქსირება;
** შესაძლებლობის შემთხვევაში, ცვეთადი დეტალების მდგომარეობის იდენტიფიცირება;
** საექსპლუატაციო სითხეების დონის გადამოწმება. (გამაგრილებელი, სამუხრუჭე, მინის საწმენდი სითხეები და სხვა).
** საჭიროების შემთხვევაში ავტომობილის EVHC სივრცეში შეყვანა/გამოყვანა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სერვისის ოპერაციების ცოდნა;
** ავტომობილის ზოგადი აგებულების ცოდნა;
** ავტომობილის ცვეთადი დეტალების მდგომარეობის იდენტიფიცირების უნარი;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა, არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილებით.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
** ინფორმაციის მიღების და დამუშავების უნარი.
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@gtmotors.ge და ელექტრონული წერილის თემაში (Subject)მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "EVHC სპეციალისტი".
გისურვებთ წარმატებას!