"ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.
"ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი" წარმოადგენს საქართველოში წამყვან სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ხორციელდება ყველა სახის სისხლძარღვოვანი და გულის პათოლოგიების სრულფასოვანი დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
ადგილმდებარეობა: დიღომი, ჩაჩავას 1
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:00 საათიდან 17:00 საათამდე, ყოველი მესამე შაბათი 10:00 საათიდან 14:00 საათამდე;
ანაზღაურება: 800 ლარი
ძირითადი ფუნქციები:
** პაციენტების რეგისტრაცია;
** ამბულატორიული ბარათის გახსნა და ინფორმაციის შევსება;
** პაციენტების ინფორმირება კლინიკაში არსებული სერვისების შესახებ;
** დარეგისტრირებული პაციენტის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება/სტუდენტი;
** სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** ქართულად გამართული ვერბალური და წერითი უნარები;
** უცხო ენების ცოდნა - ინგლისური/რუსული (საკომუნიკაციო დონეზე);
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: vacancy@vivomedical.ge და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "რეგისტრატორი"
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.