jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ბუღალტერ-ოპერატორი
მომწოდებელი: ბიოდიზელი ჯორჯია
გამოქვეყნდა: 24 მაისი / განცხადების ვადა: 24 ივნისი

ჰოლდინგი "ბიოდიზელი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი (საბურთალო)
სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 19:00
ანაზღაურება: კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურების და ზედნადებების გამოწერა;
** დებიტორ/კრედიტორებთან შედარებების გაკეთება-დავალიანების კონტროლი;
** გადარიცხვების განხორციელება, ოპერაციების სისწორის მონიტორინგი;
** საწვავის კონტროლი და სხვა მენეჯერული ფაილების წარმოება;
** ბუღალტერ-ოპერატორის ფუნქციებთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება მთავარი ბუღალტრის დავალებით.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
** ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამები: MS Office, MS Excel მაღალ დონეზე ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები:

** დროის ეფექტურად მართვის უნარი: სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზების და მონიტორინგის უნარი;
** დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ აპლიკანტებს, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება მოთხოვნებს, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ რეზიუმე ქართულ ენაზე, ელ. ფოსტაზე: hr@biodiesel.ge და გთხოვთ, ველში: subject, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |