კომპანია "ჯი თი მოტორსი", საავტომობილო ბრენდების - Jaguar, Land Rover, Ford, Suzuki, BMW და Mini ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას შოურუმის კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #155
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიაში შემოსულ მომხმარებლებთან დახვედრა, მათი საჭიროებების განსაზღვრა და გადამისამართება შესაბამის ადრესატთან;
** კომპანიაში შემოსული მომხმარებლისთვის კომფორტული და სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნა;
** შოურუმში არსებული ბრენდირებული პროდუქციის განლაგება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.
** ბრენდირებული პროდუქციის ცოდნა და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება მომხმარებელთან;
** ბრენდირებული პროდუქციის რეალიზაციის შემთხვევაში სალარო აპარატის და საბანკო ტერმინალის მოხმარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვების ან მომსახურების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამის ცოდნა (MS Office);
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ფლობა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** ინფორმაციის მიღების და დამუშავების უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@gtmotors.ge და ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება შოურუმის კონსულტანტი.
გისურვებთ წარმატებას!