jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ექიმი-ვეტერინარი
მომწოდებელი: სამედიცინო ლაბორატორია სინევო
გამოქვეყნდა: 24 მაისი / განცხადების ვადა: 24 ივნისი

ევროპული სამედიცინო ლაბორატორიების ქსელი "სინევო საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ექიმი-ვეტერინარის თანამდებობაზე ქ. თბილისში.

სამუშაო განაკვეთი: სრული

"სინევოში" თქვენ დაგხვდებათ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Fitpass;
** თიმბილდინგი;
** მზარდი შრომითი ანაზღაურება;
** ჯანსაღი სამუშაო გარემო.

ძირითადი მოვალეობები:

** კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების გათვალისწინებით;
** შიდა პროტოკოლების, ინსტრუქციების შესრულება;
** პაციენტების, ინტერვიუირება, გასინჯვა, ანამნეზის შეკრება;
** პაციენტების მართვა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა;
** მკურნალობის პროცესთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო დოკუმენტაციის გაცემის უზრუნველყოფა.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
;სავალდებულოა შესაბამისი სპეციალობის დიპლომი
** ვეტერინარულ კლინიკაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა B2 დონეზე.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** დისციპლინირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა.

დაინტერესებულ პირებს, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ქართულ ენაზე, შემდეგ მეილებზე: vacancy@synevo.ge და გთხოვთ სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

"სინევოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "სინევოს" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

"სინევო" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |