"რესტორანი BK" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:
მის: ბათუმი, მემედ აბაშიძის 25
1. მიმტანი
სამუშაო გრაფიკი: ცვლაში მუშაობა
პოზიციის ძირითადი როლი: სტუმრების მომსახურება
ასაკი: 18 წლიდან
ძირითადი ფუნქციები:
** სტუმრების მიღება, მომსახურება და გაცილება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
** მაგიდების მოწესრიგება და სერვირება სტანდარტების შესაბამისად;
** სტუმრისთვის ყოველდღიური სპეციალური შეთავაზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** მენიუს კერძების/სასმელების შემადგენლობის ცოდნა და სტუმრებისათვის შეთავაზება;
** მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების ცოდნა;
** შეკვეთის საერთო ხარჯების მომზადება და ანგარიშსწორების უზრუნველყოფა;
** მიღებული შეკვეთების მიხედვით სამზარეულოსთან დროული და ორგანიზებული კომუნიკაცია;
** პროცესში წამოჭრილი გაუთვალისწინებელი საკითხების/პრობლემების გადასაჭრელად ოპერატიული რეაგირება და სამომავლო პრევენცია;
** სტუმრის უკმაყოფილების შემთხვევაში ხელმძღვანელის ინფორმირება;
** მატერიალური და არამატერიული ქონების გაფრთხილება და დაცვა;
** კომპანიაში არსებული სერვისის, შრომის უსაფრთხოებისა, ჰიგიენის სტანდარტების, შიდა ნორმატიული ინსტრუქციების, კომპანიის შიდა წესების დაცვა.
კვალიფიკაცია:
სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
უნარები:
** როგორც გუნდური, ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** სხვისი აზრის მოსმენის, პატივისცემის და გაზიარების უნარი;
** პრობლემური საკითხების მოგვარების უნარი;
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
** ყურადღებიანი, დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის უნარი
2. ცხელი და ცივი კერძების მზარეულები
სამუშაო გრაფიკი: ცვლაში მუშაობა
ძირითადი მოვალეობები:
** ცივი და ცხელი კერძების მომზადება შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით მენიუს მიხედვით;
** კერძების მოსამზადებლად ინგრედიენტების მარაგის უზრუნველყოფა;
** მომსახურების მაღალი ხარისხის შენარჩუნება, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** ახალი კერძების შექმნაში აქტიური მონაწილეობა;
** სამზარეულოს პროცესების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** შეფ მზარეულის დავალებების შესრულება;
** სხვადასხვა დანადგარების და ინსტრუმენტების მოხმარების წესების დაცვა.
ძირითადი მოთხოვნები:
** გამოცდილება ცხელი და კერძების მზარეულის პოზიციაზე;
** სამზარეულოს სტრუქტურის და ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების სტანდარტების ცოდნა.
უნარ - ჩვევები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.
საკონტაქტო ელფოსტა: Bkgeopro@gmail.com