სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ოფის მენეჯერის პოზიციაზე.
სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგი" (http://www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის "ვენის სადაზღვევო ჯგუფის" (http://www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. "ჯიპიაი ჰოლდინგი" გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.
პასუხისმგებლობები:
** კორესპონდენციის წარმოება;
** ფოსტის მიღება-გაგზავნა;
** სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;
** შეხვედრების ორგანიზება;
** კომპანიაში შემოსული სატელეფონო ზარების პასუხი, გადამისამართება;
** ყოველდღიურ დოკუმენტაციასთან მუშაობა, საქმის წარმოება;
** სადაზღვევო შიდა პროგრამაში მუშაობა: პოლისებისა და ხელშეკრულებების აღრიცხვა;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სრულყოფილი სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ/რუსულ და ქართულ ენებში ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge
გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (სტაჟირება - ოფის მენეჯერი). წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
რეზიუმეების მოწოდების ბოლო ვადაა 2024 წლის 4 ოქტომბერი.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/