შპს"ფართსარეა" აცხადებს გაყიდვების ადმინისტრატორის პოზიციაზე ვაკანსიას.
გაყიდვების ადმინისტრატორის ფუნქცია-მოვალეობები:
** ნასყიდობის ხელშეკრულებების შაბლონურ ფორმებში მყიდველის შესახებ ინფორმაციის შევსება და მყიდველისათვის გადაგზავნა;
** საქონლის სარეალიზაციოდ ინვოისების შაბლონური ფორმების შევსება;
** წინასწარი შეკვეთის საფუძველზე მიღებული საქონლის შესახებ, მყიდველთა ინფორმირება;
** რეალიზაციის თანხების ჩარიცხვის კონტროლის მიზნით, ფინანსურ სამსახურთან კოორდინირებული მუშაობა;
** უცხოელ მომწოდებლებთან კომუნიკაცია, როგორც ზეპირი ასევე წერითი ფორმით;
** ყიდვა/გაყიდვის დოკუმენტაციის აღრიცხვა;
** შესყიდული პროდუქციის დროული მოწოდების უზრუნველყოფის მიზნით, ლოჯისტიკის სამსახურთან კოორდინირებული მუშაობა;
*შესყიდული პროდუქციის (ნომენკლატურების) დარეგისტრირება სააღრიცხვო პროგრამაში;
** მზა ფაილების (ფორმულების) მეშვეობით, პროდუქციის გასაყიდი ფასების დაანგარიშება;
** მომწოდებლებისაგან კონსიგნაციით შესყიდული პროდუქციის, დავალიანების გადახდის ვადების კონტროლი;
** ხელმძღვანელების სხვა დავალებების შესრულება თანამდებობრივი კომპეტენციის და პასუხისმგებლობის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** MS OFFICE პროგრამების ცოდნა;
** მსგავს სფეროში მუშოაბის 1 წლიანი გამოცდიელბა;
** ინგლისური და ესპანური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;
** სასურველი რუსლი ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
სხვა მოთხოვნები:
** კანდიდატი უნდა იყოს მოტივირებული;
** მიზანდასახული;
** ორგანიზებული;
** ჰქონდეს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** იყოს დეტალებზე ორიენტირებული.
** მოწესრიგებული.
სამუშოა გრაფიკი: ორშაბათიდან- პარასკევის ჩათვლით დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე ან დილის 10 საათიდან საღამოს 7 საათამდე.
ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციის მიხედვით 2000 ლარიდან 2500 ლარამდე.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ. ფოსტაზე : n.kulava@farmarea.ge, სათაურის ველში მიუთითეთ- გაყიდვების ადმინისტრატორი.
დაინტერესებული კანდიდატების განცხადებების მიღების ბოლო ვადა 5 ოქტომბერი.