შპს "ქართული კვების კომპანია" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის დამხმარეს პოზიციაზე, ქ. თბილისში (ისანი-სამგორის რაიონი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზ).
ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქციის მიღება, მიღებული საქონლის დახარისხება და შემდგომ მათი სწორად დასაწყობება;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და პირადი ჰიგიენის დაცვით, პროდუქტის დაცულად და უსაფრთხოდ გადატანა/გადაზიდვის უზრუნველყოფა;
** ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად მართის უნარი;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო საათები: 09:00-18:00 / (აქედან 1 საათი შესვენება);
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი / კვირაში 5 დღე;
** ანაზღაურება: 1200 ლარი;
** ბენეფიტები: კომპანია გთავაზობთ ჯანმრთელობის დაზღვევასა და კვებით უზრუნველყოფას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@gfc.ge.