კომპანია "აღმშენებლობა სმბ" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.
შპს აღმშენებლობა შავი მეტალის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია დასავლეთ საქართველოში უკვე 25 წელია. ჩვენ პროდუქცია შემოგვაქვს მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან და გვიმუშავია მრავალ მსხვილ და მცირე პროექტებზე.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და მეგობრულ გარემოს;
** ადგილზე კვებას.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კლიენტებისთვის საქონლის მიწოდება;
** გადასაზიდი საქონლის დათვლა და კლიენტზე ჩაბარება;
** შიდაგადაზიდვის გაკეთება;
** ავტომობილის მოვლა და გამართულობაზე ზრუნვა;
** ხელმძღვანელობის მიერ სხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ტვირთამწე ავტომობილზე მუშაობის გამოცდილება;
** C კატეგორიის მართვის მოწმობა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ყურადღებიანი;
** საქმის და დროის სწორი მენეჯმენტი;
** შედეგზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლიანი;
** კომუნიკაბელური;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური უნარები.
მუშაობის გრაფიკი: სრული
მისამართი: ბათუმი, ლეონიძის 25
ანაზღაურება: შეთანხმებით კვალიფიკაციის მიხედვით.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე hr@agmshenebloba.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.