"ალფა დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას რეგრესისა და დებიტორული დავალიანების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. თბილისი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება - სასურველია იურიდიული ან ფინანსების მიმართულებით;
** სადაზღვევო ან საფინანსო სექტორში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
ფუნქციები და მოვალეობები:
** რეგრესორებსა და დებიტორებთან ურთიერთობა (სატელეფონო კომუნიკაცია, პირისპირ შეხვედრები);
** რეგრესულ/დებიტორულ მოთხოვნებზე გრაფიკების ცხრილების წარმოება, მუდმივი მონიტორინგი, შეხსენება გადახდებზე და ჩარიცხვების კონტროლი;
** მომხმარებლებთან შეთანხმებების მომზადება;
** მოლაპარაკების წარმოება და შესაბამისი დოკუმენტების მომზადება, ვალდებულების შესრულებისა და დავალიანების დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით;
** პრობლემური აქტივების მართვა და ანგარიშების წარდგენა შესრულებულ სამუშაოზე.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სწრაფი და ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კონფლიქტური სიტუაციების მართვა;
** ენერგიულობა;
** გაწონასწორებულობა;
** მოლაპარაკებების წარმოების და დარწმუნების უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hralpha@alpha.ge და დანიშნულებაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.