მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას რეინჯერის თანამდებობაზე.
ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.
სამუშაო გრაფიკი: ოთხ დღეში ერთხელ, 24 საათიანი მორიგეობები.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მისაღებია სხვადასხვა მიმართულების სტუდენტები და/ან კურსდამთავრებულები.
ძირითადი ფუნქციები:
** პაციენტების უსაფრთხო ტრანსპორტირება კლინიკის შიდა სივრცეში;
** პაციენტების ბიოლოგიური მასალის/დოკუმენტაციის ლაბორატორიისათვის მიწოდება;
** განყოფილების ექთნის დახმარება.
პიროვნული თვისებები:
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, აკურატულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) 05.10.2024-მდე ელ.მისამართზე: vacancy@newhospitals.ge. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.