შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას საექსპლუატაციო ღონისძიებების დეპარტამენტის კახეთის რეგიონის ზემო ალაზნის სერვის ცენტრში აღრიცხვის სპეციალისტის თანამდებობაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** საექსპლუატაციო და კაპიტალური ღონისძიებების ტექნიკური დოკუმენტაციის, პერიოდული შესრულების და ფიზიკური მაჩვენებლების (ინდიკატორები), კალენდარული გეგმა-გრაფიკების შემუშავება;
** საექსპლუატაციო და კაპიტალური ღონისძიებებისთვის ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავება/მომზადებაში მონაწილეობა;
** საექსპლუატაციო და კაპიტალური ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო მატერიალური რესურსების მოთხოვნაზე დოკუმენტაციის შემუშავება;
** საექსპლუატაციო და კაპიტალური შესრულებული სამუშაოებიდან დარჩენილი მატერიალური ფასეულობების პერიოდული აღრიცხვა-ანგარიშგება;
** მანქანა-მექანიზმების ყოველდღიური დისლოკაციის საინფორმაციო ბაზის წარმოება;
** ტუმბო აგრეგატებით/სპეც. ტექნიკით მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება;
** სპეც.ტექნიკითა და მობილური გადასატანი ტუმბო აგრეგატებით მომსახურება რეგიონულ სამსახურთან შეთანხმებით, შესაბამისი აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სამშენებლო-საშემსრულებლო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel, Outlook, - მომხმარებლის დონე).
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი - ქ. თელავი, მიხეილ ცისკარიშვილის ქ. # 3
** სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00;
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებდი);
** ხელფასი: 1, 460 ლარი, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@ag.ge არაუგვიანეს - 05.10.2024.
წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "აღრიცხვის სპეციალისტი-თელავი".