"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს ვიდეო მონიტორინგის ოფიცრის ვაკანტურ პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ორხევის დასახლება (მეტრო სამგორიდან ტრანსპორტირების უზრუნველყოფით)
ანაზღაურება: 1050 ლარი
გრაფიკი: დღის ცვლა 10:00-19:00 ან ღამის ცვლა 19:00-10:00 (სამ დღეში ერთხელ)
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის მომსახურებაზე მყოფი ობიექტების ვიდეო მონიტორინგი;
** არსებული დარღვევების დაფიქსირება;
** პასუხისმგებელი პირების ინფორმირება;
** კომპანიის შინაგანაწესის, თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და დებულებების დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@spar-georgia.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ " ვიდეო მონიტორინგის ოფიცერი".
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.