Loreal-ის, Johnson&Johnson-ის და სხვა მსოფლიო ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში შპს "ჯი დი სი სი" აცხადებს ვაკანსიას 1C მონაცემთა ბაზის ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.
ძირითადი მოთხოვნები:
** MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა;
** "1C"-თან მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მიღებული შეკვეთის პროგრამაში ასახვა, რეალიზაციის გაფორმება და შესაბამისი დოკუმენტირება;
** კონტრაგენტების შექმნა.
პიროვნული თვისებები:
** ენერგიულობა, შრომისმოყვარეობა და საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობა;
** პუნქტუალურობა და ყურადღებიანობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები;
სამუშაო პირობები:
** გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 9:00-17:30 სთ;
** დასვენება - შაბათი, კვირა;
** ანაზღაურება: 1000 ლარი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.
დაინტერესებულმა პირებმა CV გამოგზავნეთ ელ-ფოსტაზე hr@gdcc.com.ge საგანში " (subject)" აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - "1C მონაცემთა ბაზის ოპერატორი".
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი: https://www.gdcc.ge/ka