კლინიკა "მედი" საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს, იგი წარმატებულად წარმოადგენს ცნობილი ესთეტიკური ინოვაციების კლინიკათა ქსელს "მედი-ესთეტიკს" საქართველოში.
კლინიკაში წარმოდგენილია ესთეტიკური მედიცინის სრული სპექტრი: პლასტიკური ქირურგია, კოსმეტოლოგია, სტომატოლოგია.
კლინიკა "მედის" პრიორიტეტები:
** საუკეთესო მომსახურება
** კვალიფიციური ექიმები
** უახლესი ტექნოლოგიები
** მუდმივი განვითარება
** პაციენტებზე და დასაქმებულებზე ორიენტირებული გარემო
საერთაშორისო ინოვაციების ესთეტიკური მედიცინის კლინიკათა ქსელი - "მედი" აცხადებს ვაკანსიას სტომატოლოგიის განყოფილების უფროსი ექთნის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი;
ანაზღაურება: 1300 ლარი;
გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე 09:00-19:00 საათამდე;
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
** ექიმის ასისტირება;
** სტომატოლოგიურ განყოფილებაში კაბინეტების სისუფთავის შემოწმება;
** კაბინეტების მასალებით და ინსტრუმენტებით მომარაგება;
** შეკვეთების გაკეთება, ნაშთების დათვლა კაბინეტებში და საჭირო მასალის შეკვეთა;
** სტომატოლოგიური ბორმანქანის და დანადგარების ცოდნა;
** აპარატის ან სხვა ტექნიკის დაზიანების შემთხვევაში სწრაფი რეაგირება;
** მედდების სამუშაო გრაფიკების შედგენა და განაწილება;
** სახელფასო ტაბელის წარმოება;
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** დისციპლინირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
აუცილებელი მოთხოვნები:
** სამედიცინო განათლება;
** მედდის დიპლომი;
** სამუშაო გამოცდილება ექიმი სტომატოლოგის ასისტენტის პოზიციაზე;
ჩვენთან მუშაობის უპირატესობები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** საჩუქრები დაბადების დღეზე;
** მომხიბვლელი ფასდაკლებები პროცედურებზე;
** სასაჩუქრე ქულები კომპანიისგან წელიწადში 5 ჯერ.
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) 2024 წლის 5 ოქტომბრამდე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@medi.ge.