"ლუკოილ-ჯორჯია" 2002 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. მას შემდეგ კომპანია მიზანდასახულად აფართოებს სამომხმარებლო და კორპორაციულ ბაზრებზე საქმიანობას. გარდა საწვავისა, ლუკოილ-ჯორჯია ლუკოილის საავტომობილო ზეთების იმპორტსაც ახორციელებს. ლუკოილისთვის უმნიშვნელოვანესია გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხები.
ჩვენ წარმოგიდგენთ ვაკანსიას მოლარე-ბუღალტრის პოზიციაზე.
ფუნქცია - მოვალეობები:
** სალაროში ნაღდი ფულის მიღება-გაცემა კომპანიის შიდა პროცედურების შესაბამისად;
** ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელებული ოპერაციების დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაციის პაკეტის მომზადება;
** ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელებული ოპერაციების ასახვა საბუღალტრო პროგრამაში;
** კომპანიის საგადასახადო პორტალზე კომპანიის და მომწოდებლების მიერ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების დადასტურება კომპანიის პროცედურების შესაბამისად და ასახვა საბუღალტრო პროგრამაში;
** მომწოდებლებთან (ადმინისტრაციული და საოპერაციო ხარჯების შესყიდვებთან დაკავშირებული) შედარების აქტების მომზადება პერიოდულად;
** საწვავის ბარათების/ტალონების გაცემის აღრიცხვა/კონტროლი;
** დოკუმენტაციის შენახვა კომპანიის არქივაციის პოლიტიკის შესაბამისად;
ძირითადი უნარ-ჩვევები:
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
პიროვნული თვისებები:
** "კლიენტორიენტირებულობა"
** გუნდურობა;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** სისხარტე და ენერგიულობა;
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: HrGeorgia@eu.lukoil.com და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.