"თოდუას კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დეპარტამენტის ექთნის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სავალდებულოა რენტგენო-ლაბორანტის ან საშუალო სამედიცინო განათლება;
** სავალდებულოა კომპეტენცია რადიაციული უსაფრთხოების საკითხებში;
** აუცილებელია სამუშო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
** პაციენტისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა კლინიკაში დადგენილი სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად;
** სამედიცინო აპარატურის მზადყოფნაში მოყვანა, პაციენტის მოსვლამდე და პროცედურის მსვლელობისას;
** პროცედურასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება
დამატებითი ინფორმაცია:
** სამუშაო განაკვეთი: ცვლები 13:00-21:00 ან (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით);
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@toduaclinic.ge
გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას