ვაკანსია საგამოცდო ცენტრში სპეციალისტის მიმართულებით.
სასწავლო უნივერსიტეტი შპს "ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების სამსახურის უფროსის პოზიციაზე
რატომ დასაქმება "ბაუში"?
** ბაუ არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კერძო სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი საქართველოში;
** ბაუში კარიერის შექმნა რეალური და საინტერესოა;
** ბაუ მუმდივად არის ორიენტირებული ტალანტების ძიებაზე.
ვაკანსიის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოს შინაარსი მდგომარეობს შემდეგში:
** ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავება, მისი განვითარება და აღსრულება;
** მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვა, შენარჩუნება და მათ განვითარებაზე ზრუნვა;
** ახალი ადმინისტრაციული, აკადემიური და მოწვეული პერსონალის ორგანიზაციული ადაპტაციის უზრუნველყოფა;
** პირის სამსახურში მიღებასთან დაკავშირებული კონკურსისა და თანმდევი პროცესების ორგანიზება;
** დასაქმებულთა პირადი საქმეების წარმოება და მათი პერსონალური ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა;
** ადმინისტრაციული პერსონალის მიერ შესრულების სამუშაოს შეფასების პროცესის ორგანიზება;
** პერსონალის შეფასების შედეგებზე დაფუძნებული განმავითარებელი რეკომენდაციების განსაზღვრა და მისი კომუნიკაცია დაინტერესებულ მხარეებთან;
** დასაქმებულთა პროფესიული განვითარებისა და გადამზადების საჭიროებების კვლევა და კარიერული განვითარების ხელშეწყობა;
** გუნდური მუშაობის პრინციპების დანერგვა და კორპორატიული კულტურის ამაღლების ხელშეწყობა;
** კომპეტენციის ფარგლებში სასწავლო უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა;
** სამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ ყოველსემესტრული ანგარიშის მომზადება;
** სხვა უფლებამოსილების განხორციელება, რომელიც გათვალისწინებულია სასწავლო უნივერსიტეტის შიდა ნორმატიული აქტებით ან/და გამომდინარეობს სამსახურის საქმიანობის მიზნებიდან.
ძირითად საკვალიფიკაციო მოთხოვნებს წარმოადგენს:
** უმაღლესი განათლება: სასურველია ჯანდაცვა/მედიცინა/სტომატოლოგია/საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის ფლობა: არანაკლებ B2 დონეზე;
** კომპიუტერული პროგრამების ფლობა: Microsoft Office.
სამუშაო ადგილი: ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: სრული
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@bauinternational.edu.ge.
აუცილებელია სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ
განაცხადს.
რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა, 2024 წლის 25 სექტემბერი.