საინვესტიციო კომპანია "ურბანიკი", რომელიც აერთიანებს "ინოფისის" ბიზნეს ცენტრებს, დეველოპერულ მიმართულებას და სხვადასხვა პროექტებს უძრავი ქონების სფეროში აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე, ქ. თბილისში.
მოვალეობები:
** მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
** გაყიდვების ეფექტური ზრდისკენ მიმართული მარკეტინგული კამპანიების წარმოება;
** სოციალური მედიასა და კომპანიის სხვა საკომუნიკაციო არხებზე კონტენტის შემუშავება და განთავსება;
** სოციალური ქსელის და საიტის მონიტორინგი;
** სარეკლამო კომპანიებთან კომუნიკაცია;
** პრეზენტაციების მომზადება;
** პროექტების შესრულების მონიტორინგი და მართვა
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით);
** აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის სფეროში;
** Microsoft Office-ის კარგად ცოდნა;
** უცხო ენის ცოდნა (ინგლისური, რუსული).
უნარები:
** დავალებების დროში და ხარისხიანად შესრულების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 40 საათი)
სამუშაო საათები: 10:00-დან 18:00 საათამდე.
კანდიდატების შერჩევის ეტაპები:
** CV-ს განხილვა.
** გასაუბრება
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: inoffice@tiflis.ge