აზიური სამზარეულოსა და მიწოდების სერვისი "sushi24.ge" აცხადებს ვაკანსიას "HR რეკრუტერის" პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტიდან ახალი თანამშრომლების საჭიროების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა;
** თანამშრომლის მოთხოვნის ფორმის ანალიზი, განხილვა და მონაცემების დაზუსტება;
** თანამდებობის სპეციფიკის მიხედვით რეზიუმეების მოზიდვის სხვადასხვა გზის განსაზღვრა, შესაბამისი არხების მოძიება და განცხადებების გამოქვეყნება;
** შემოსული რეზიუმეების გადარჩევა საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად;
** ვაკანსიის დახურვამდე კანდიდატების შერჩევის სრული პროცესის მართვა;
** კანდიდატების სტაჟირების პროცესის მონიტორინგი;
** შემოსული განაცხადების ბაზაში აღრიცხვა;
** სწორი დაგეგმვა და პროცესების ორგანიზება, რომ შერჩეული კანდიდატი ადეკვატურად პასუხობდეს კომპანიის მოთხოვნებს;
** კომპანიაში არსებული საკადრო სიახლეების შესახებ თანამშრომლებისთვის ინფორმაციის მიწოდება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია შერჩევის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** რუსულის სრულყოფილი ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@sushi24.ge, და ველში-"Subject", მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება-" HR რეკრუტერი".
გისურვებთ წარმატებას!