"სახურავები.გე" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მუშის პოზიციაზე.
შპს "NSC" არის თუნუქის სახურავების მწარმოებელი კომპანია. ასევე ეწევა სამშენებლო მასალების იმპორტს საზღვარგარეთიდან, მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.
სამუშაო ადგილი: კომპანიის ოფისი, ქ. თბილისი კედიას ქ.10 (წერეთლის გამზირ # 55 თან).
ფუნქციები და მოვალეობები:
** შეკვეთის შესასრულებლად პროდუქციის დამზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** ტვირთების დაცლა დატვირთვაში მონაწილეობის მიღება;
** მიღებული საქონლის დათვლა-დასაწყობება;
** საწყობის აღწერაში მონაწილეობის მიღება;
მოთხოვნები:
** ფიზიკურად მუშაობის გამოცდილება;
** განათლება (საშუალოზე მაღალი)
** მართვის მოწმობა;
უნარ-ჩვევები:
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** მოწესრიგებულობა, პუნქტუალურობა და მიზანდასახულობა;
** განვითარების, ახლის ათვისების სურვილი;
** გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ახლის სწრაფად ათვისების უნარი;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დილის 9 სთ-დან - საღამოს 18- სთმდე.
ანაზღაურება: განისაზღვრება მოლაპარაკებისა და გამოცდილების შესაბამისად, საშუალოდ 1000-1500 ლარი; მოქმედებს ბონუსების და პრემიების სახელფასო სისტემა. იქნება ანაზღაურებადი გამოსაცდელი პერიოდი.
გთხოვთ დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ფოტო-სურათით ქართულ ენაზე ელექტრონულ მისამართზე: jobroofjob@gmail.com და გთხოვთ, საგნის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის (მაგალითად: საწყობის მუშა) სახელწოდება.
ჩვენს კომპანიაზე ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად გთხოვთ ეწვიოთ კომპანიის ვებ-გვერდს: https://www.nsc-roofs.ge ან https://www.saxuravebi.ge