შპს "პროელექტრონიკსი" - არის პროფესიონალური სასცენო ტექნიკის აუდიო-ვიდეო და განათების სისტემების ინტეგრატორი კომპანია, რომელიც წლების განმავლობაში ახორციელებს ტექნიკის გაქირავებას, საინსტალაციო პროექტებსა და სერვისს. დღესდღეობით კომპანია წარმოდგენილია ონლაინ-მაღაზიის სახით https://www.proelectronics.ge. ვფლობთ მარაგებს ადგილზე, გვაქვს საწყობები და აქტიურად ვახორციელებთ გაქირავებას და სერვისს.
კომპანია ეძებს თანამშრომელს ნახევარგანაკვეთური დისტანციური პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.
მოთხოვნები:
** სტუდენტი, ან კურსდამთავრებული;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** საკუთარი კომპიუტერი და სმარტფონი.
ძირითადი მოვალეობები:
** სახელმწიფო და კერძო ტენდერების მოძიება/მონიტორინგი, სატენდერო შეთავაზებების მომზადება და მათთან არსებულ დოკუმენტაციასთან მუშაობის უზრუნველყოფა;
** დირექტორისთვის ყოველკვირეული რეპორტების მომზადება;
** ხელმძღვანელისგან მითითებული სხვადასხვა სახის დავალების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და სხვადასხვა საკითხზე კოორდინირებულად მუშაობის უნარი.
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, ნახევარი განაკვეთი
სამუშაო ადგილი: დისტანციური
ხელფასი: 600 ლარი ხელზე ასაღები
ბენეფიტები:
** ულიმიტო სასაუბრო
** კვალიფიციური ზრდა
** მოცემული ვაკანსია დაგეხმარებათ მომავალში საკუთარი ბიზნესის დაწყებაში
შენიშვნა: დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: info@proelectronics.ge. Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!