ღვინის მწარმოებელი კომპანია - შპს "რუისპირის მამული" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის თანამდებობაზე ქ. თბილისში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სავაჭრო ობიექტების პროდუქციით (ღვინო და ალკოჰოლური სასმელი) მომარაგება;
** პროდუქციის სისტემატური მიწოდება ქ. თბილისში მდებარე სავაჭრო ობიექტებისთვის და პერიოდული მიწოდება საქართველოს სხვა ქალაქებში მდებარე ობიექტებისთვის;
** სადისტრიბუციო ავტომობილის (მცირე ტვირთამწეობის, ფურგონის ტიპის) პროდუქციით დატვირთვა და ჩამოტვირთვა, ობიექტის საწყობში შეტანა;
** შეკვეთილი პროდუქციის სავაჭრო ობიექტებისათვის დროული მიწოდების უზრუნველყოფა;
** მიწოდებისთვის ოპტიმალური საავტომობილო მარშრუტის განსაზღვრა;
** სავაჭრო ობიექტებისათვის პროდუქციის უსაფრთხოდ, დაუზიანებლად, სასაქონლო სახის შენარჩუნებით მიწოდება;
** გადასატვირთი პროდუქციის სასაქონლო ზედნადებთან შესაბამისობის კონტროლი;
** გადატვირთული და მიწოდებული პროდუქციის დადგენილი წესით აღრიცხვა, მათ შორის ხელის კომპიუტერის, ე.წ. "პოკეტის" გამოყენებით;
** სავაჭრო ობიექტებში სასაქონლო ნაშთების კონტროლი;
** კახეთში, სოფელ რუისპირში მდებარე საწარმოს საწყობიდან კომპანიის სხვა საწყობებში პროდუქციის პერიოდული ტრანსპორტირება;
** მინდობილი სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის, შიდა და გარე იერსახის და სისუფთავის უზრუნველყოფა;
** საგზაო მოძრაობის წესებისა და ტრანსპორტირების წესების დაცვა;
** შრომის უსაფრთხოების წესებისა და ნორმების დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მართვის მოწმობის "B" კატეგორიის ფლობა;
** ავტომობილის მართვის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** საშუალო/პროფესიული ან უმაღლესი განათლება.
სხვა მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ოპერატიულობა;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ფიზიკური მუშაობის უნარი (ნორმალური დატვირთვით);
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი; პერიოდული ვიზიტები თელავსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში;
** ავტომობილით და საწვავით უზრუნველყოფა;
** ავტომობილისა და მძღოლის პასუხისმგებლობის დაზღვევა;
** მატერიალური პასუხისმგებლობა მინდობილ პროდუქციაზე;
** სრული სამუშაო განაკვეთი; 5 სამუშაო დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, არანორმირებული დღიური სამუშაო გრაფიკი. შრომის კანონმდებლობის შესაბამისად ანაზღაურებული ზეგანაკვეთური სამუშაო;
** კომბინირებული შრომის ანაზღაურება (კვალიფიკაციის შესაბამისად): ფიქსირებული ხელფასი და პროდუქციის რეალიზაციისა და შეკვეთების შესრულების ხარისხზე დამოკიდებული პრემიული დანამატი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: info@ruispiri.ge არაუგვიანეს 2024 წლის 30 სექტემბრისა. გთხოვთ, მიუთითოთ საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.
წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "მძღოლი-ექსპედიტორი".