შპს "VIVA" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია ამავე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების Word, Excel-ის ფლობა;
** სასურველია სადისტრიბუციო პროგრამა FMG-ში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია მუშაობის გამოცდილება დისტრიბუციის სფეროში;
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** შეკვეთების მიღება;
** პირველადი დოკუმენტაციის შექმნა და საგადასახადო პორტალზე ატვირთვა;
** სალაროს ზეტის და საბანკო ჩარიცხვების გატარება სისტემაში;
** ხელმძღვანელის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
ძირითადი მოვალეობები:
** დებიტორული დავალიანებების კონტროლი;
** ნაშთების შედარება და კონტროლი;
** კომპეტენციის ფარგლებში სხვა ფუნქციების შესრულება;
პიროვნული თვისებები:
** სიზუსტე, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 8 საათიანი სამუშაო განაკვეთი;
** ანაზღაურება: 1000-1300 ლარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@apache.ge და წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებებს!