მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ რესტორანი "ვოი სამზარეულო" (VOI CUISINE) აცხადებებს მიმტანის ვაკანტურ პოზიციას.
პირობები:
** სამუშაო ადგილი - თბილისი, ყაზბეგის გამზირი
** სამუშაო გრაფიკი - შეთანხმებით.
** ანაზღაურება დამოკიდებულია სასურველ გრაფიკზე და აღწევს 2000 ლარს თვეში (ნეტ) + თიფსები დამატებით.
** ჩვენ გთავაზობთ მოსახერხებელ ლოკაციას თბილისში, ყაზბეგის გამზირზე სასიამოვნო სამუშაო გარემოსა და პროფესიონალი შეფისგან სწავლის საშუალებას.
ძირითადი მოვალეობები
** მომხმარებლებთან ურთიერთობა და მათი მომსახურება რესტორანში არსებული სტანდარტის მიხედვით;
** მომხმარებელთა შეკვეთების მიღება, შეკვეთის სამზარეულოსთვის ოპერატიულად კომუნიცირება და ანგარიშსწორების დროული და სწორი უზრუნველყოფა;
** სრული მენიუს, კერძებისა და სასმელების შემადგენლობისა და შესაბამისობის ცოდნა და მომხმარებლეთათვის შეთავაზება;
** მაგიდების მოწესრიგება და სერვირება რესტორანში არსებული სტანდარტის მიხხედვით;
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** ქართული ენაზე გამართულად მეტყველების უნარი,
** კომპანიაში არსებული მომსახურების, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოებისა სტანდარტების სრული დაცვა.
საჭირო უნარჩვევები:
** ფიზიკური გამძლეობა
** მენტალური გამძლეობა
** ენერგიულობა
** ორგანიზებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** სასურველია მიმტანად მუშაობის გამოცდილება
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა
თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე voicuisine@gmail.com სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელების მითითებით.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნისას, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.