"22 გრადუსი" აცხადებს ვაკანსიას TikTok კონტენტ მენეჯერის თანამდებობაზე.
22 გრადუსის გუნდში ვეძებთ ვიდეო კონტენტზე შეყვარებულ კრეატიულ გუნდის წევრს!
ეს ვაკანსია შენთვისაა თუ:
** გაქვს ორგანული ვიდეო კონტენტის შექმნის გამოცდილება - იდეების გენერაციიდან აღსრულებამდე
** ხარ კრეატიული და შეგიძლია საინტერესო იდეების გენერაცია
** გიმუშავია ბრენდებთან კომერციულ კამპანიებზე - იცი რას ნიშნავს ფლეისმენთი და როგორ შექმნა "ორგანული რეკლამა"
** გიმუშავია TikTok -ის პლატფორმაზე და კარგად გესმის რა არის საჭირო იმისთვის, რომ ვიდეო იყოს ნახვადი
** გაქვს გადაღებების მენეჯმენტის გამოცდილება - ორგანიზება, კრიზისის მენეჯმენტი
** ხარ პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე და გაქვს მისწრაფება მუდმივი განვითარებისკენ.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** ორგანული ვიდეო კონტენტის იდეების გენერაცია
** გადაღებების დაგეგმვა და მენეჯმენტი
** გუნდთან ერთად ბრეინშტორმინგებში მონაწილეობა
** კომერციულ პარტნიორებთან პირდაპირი კომუნიკაცია კამპანიებზე
** კომერციული ფლეისმენთების აღსრულება
** ორგანული ვიდეო კონტენტის სკრიპტების წერა.
ანაზღაურება: 1500- 2000 ლარი
განაკვეთი: სრული, 40 სთ
განრიგი: მოქნილი, შესაძლებელია ჰიბრიდულიც დედლაინი: 1 ოქტომბერი
დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ ფორმა: https://forms.gle/xAByNVAh7M1uQXoP6