"Hotel Monday" არის სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია DNT Group-ის მართვაში არსებული 50 ნომრიანი 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო. ვეძებთ გუნდის წევრს ღამის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, უშანგი ჩხეიძის ქ. 22
მოთხოვნები:
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო და წერილობით დონეზე ცოდნა.
** სასტუმროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** საოფისე პროგრამების ცოდნა
ვალდებულებები:
** სტუმრების მიღება /განთავსება და რეგისტრაცია პროგრამაში
** გადახდების გატარება და მოწესრიგება
** სასტუმროს პროგრამაში მუშაობა
** საბუთების ორგანიზება
** სატელეფონო ზარებზე პასუხი
** სხვა ადმინისტრაციული საქმიანობა
უნარები:
** ენერგიული და კომუნიკაბელური
** პასუხისმგებლობის გრძნობით
** პუნქტუალური და მოწესრიგებული, დისციპლინირებული
** სიახლეების ადვილად ათვისების უნარი
სამუშაო გრაფიკი - თვეში 15 ცვლა, 12 საათიანი გრაფიკი
ანაზღაურება - ცვლაში 60 ლარი./თვეში 900 ლარი + საბონუსე სისტემა
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე, ელფოსტაზე: Barbare@hotelmonday.ge. ელ-ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.