მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ რესტორანი "ვოი სამზარეულო" (VOI CUISINE) აცხადებს მზარეულის დამხმარეს ვაკანტურ პოზიციას.
პირობები:
** სამუშაო ადგილი - თბილისი, ყაზბეგის გამზირი
** სამუშაო გრაფიკი - შეთანხმებით.
** ანაზღაურება დამოკიდებულია სასურველ გრაფიკზე და აღწევს 2000 ლარს თვეში (ნეტ) + თიფსები დამატებით.
** ჩვენ გთავაზობთ მოსახერხებელ ლოკაციას თბილისში, ყაზბეგის გამზირზე სასიამოვნო სამუშაო გარემოსა და პროფესიონალი შეფისგან სწავლის საშუალებას.
ძირითადი მოვალეობები
** შეფ მზარეულის დავალებების შესრულება
** მენიუს შემადგენლობების და მომზადების წესების სრულყოფილად ცოდნა
** პროდუქტის მაღალი ხარისხით, არსებული რეცეპტებისა და სტანდარტების მიხედვით დროულად მომზადება;
** ნედლეულის და მზა პროდუქტების სტანდარტების მიხედვით შენახვა და დასაწყობება;
** მაცივრების და სხვა დანადგარების სისუფთავის უზრუნველყოფა
** კომპანიაში არსებული მომსახურების, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოებისა სტანდარტების სრული დაცვა.
საჭირო უნარ-ჩვევები:
** ფიზიკური გამძლეობა
** მენტალური გამძლეობა
** ენერგიულობა
** ორგანიზებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** მზარეულის დამხმარედ ან მზარეულად მუშაობის გამოცდილება ან/და შესაბამისი განათლება
თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე voicuisine@gmail.com სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელების მითითებით.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნისას, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.