"ბლუ უოთერსის" და "რუმბოქსის" გუნდი ეძებს ახალ წევრს- ქოფირათერი/კონტენტ კრეატორს!
Blue Waters მუშაობს წყლის ფილტრაციის სისტემებისა და ჩამდინარე/საკანალიზაციე წყლების ლოკალური გამწმენდი დანადგარების წარმოების, მონტაჟის და მომსახურების სფეროში.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: bluewaters.ge
ROOMBOX აწარმოებს საცხოვრებელ სახლებს, სასტუმროს ნომრებს და საოფისე ფართებს საზღვაო სატვირთო კონტეინერებისგან.კომპანიამ მიზნად დაისახა ქართულ რეალობაში კონტეინერის სახლების პოპულარობის ზრდა.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: roombox.ge
რას გთავაზობთ ჩვენ:
** ანაზღაურება: 1500-1800 ლარი;
** სამუშაო განაკვეთი: დისტანციური;
** ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღე;
** კორპორაციული ნომერი და უფასო სასაუბრო დრო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** საინტერესო პროექტებზე მუშაობა;
** მეგობრული და ჯანსაღი სამუშაო გარემო.
Რას ვითხოვთ შენგან?
** დიზაინერისთვის ბრიფის შედგენა დადგენილი KPI-ის მიხედვით;
** დიზაინერთან აქტიური კომუნიკაცია და ჩართულობა პოსტების შექმნის პროცესში;
** საკომუნიკაციო ტექსტების შედგენა და მათი განთავსება სოციალურ ქსელებში;
** კონტენტ-კალენდრის შედგენა და კალენდრის შესაბამისად პოსტების განთავსება სოციალურ ქსელებში;
** რილსების და ვიდეოებისთვის იდეების შემუშავება, ტექსტის შედგენა, დამუშავება და განთავსება;
** საჭიროების შემთხვევაში ბლოგებში ჩართულობა;
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
აუცილებელია:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ქართული ენის გამართულად ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.
გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://hr.bluewaters.ge/creator/
აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.