შპს "აშენდი აგრო საქართველო" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო საათები: 09:00-18:00
** სამუშაო დღეები: 5 სამუშაო დღე;
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ნ. ხოშარაულის 29
ძირითადი მოვალეობები:
** ბაზრის კვლევა, მომწოდებლების შერჩევა ფასისა და ხარისხის გათვალისწინებით;
** ბიუჯეტთან შესაბამისობასი შიდა შესყიდვების ორგანიზება;
** მიწოდების პროცესის ორგანიზება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
** შესყიდვებთან დაკავშირებული ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** შესყიდვების მიმართულებით მინ. 6 თვიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრობლემებზე დროულო რეაგირებისა და გადაჭრის უნარი;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: HR@ashendi.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "შესყიდვების სპეციალისტი" რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელითა და გვარით.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 30 სექტემბერი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას.