ავეჯის მაღაზია "სამი ოთახი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე და სამუშაოს სთავაზობს მოტივირებულ და ენერგიულ კანდიდატებს თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლის თავაზიანი დახვედრა და მომსახურება;
** მომხმარებლისათვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციის ასორტიმენტისა და მახასიათებლების შესახებ;
** მომხმარებლის საჭიროებების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
** მაღაზიაში წესრიგისა და სისუფთავის დაცვა;
** კომპანიის მიერ დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა.
მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
** რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა სასურველია.
პიროვნული თვისებები და უნარები:
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000₾ + ბონუსი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით ელ. ფოსტაზე: Furniturespacen1@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.