jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: გერმანული ენის მასწავლებელი
მომწოდებელი: ათასწლეულის სკოლა
გამოქვეყნდა: 20 სექტემბერი / განცხადების ვადა: 10 ოქტომბერი

ათასწლეულის სკოლა აცხადებს კონკურსს გერმანული ენის მასწავლებლის პოზიციაზე.

ათასწლეულის სკოლის გერმანული ენის მასწავლებელი:

** გეგმავს და წარმართავს სხვადასხვა ენობრივ დონეზე და სხვადასხვა სასწავლო ჯგუფებთან შესაბამის სასწავლო ერთეულებს;
** იყენებს სწავლების ტექნიკების, აქტივობებისა და სასწავლო მასალების ფართო სპექტრს;
** შეუძლია საჭიროებისამებრ შეიმუშაოს დეტალური და დაბალანსებული სასწავლო გეგმა სხვადასხვა კონტაქტებისათვის, რომელშიც გათვალისწინებული იქნება შესაბამისი კომუნიკაციური და ენობრივი შინაარსები;
** იყენებს სასწავლი პროცესში წარმოქმნილი სირთულეების ანალიზს სამომავლო საგაკვეთილო პროცესში შესაბამისი ინტერვენციების განსახორციელებლად;
** თანამშრომლობს კლასის მასწავლებლებთან და მათთან ერთად ზრუნავს თითოეული მოსწავლის განვითარებაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამიზნე ენის მიმართულებით, რომლის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს მეთოდიკა -დიდაქტიკის კომპონენტსა და პედაგოგიურ პრაქტიკას (ბაკალავრის ან მაგისტრის აკადემიური ხარისხი უცხოური ენების სწავლების შესაბამისი სპეციალიზაციით);
** სამიზნე ენაზე მიღებული უმაღლესი განათლება ან /და შესაბამისი უცხოური ენის ცოდნის C1 დონის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი;
** სასურველია სკოლის ასაკის მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება, მათ შორის არაფორმალური განათლების ფარგლებშიც.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@millennium-school.org

საბუთების მიღება მიმდინარეობს 10 ოქტომბრის ჩათვლით. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი გადადის შესარჩევი პროცესების მეორე ეტაპზე, რომელიც კანდიდატისთვის ინდივიდუალურად შერჩეულ, კონკრეტული საქმიანობის შესრულებას გულისხმობს.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |