სადისტრიბუციო კომპანია "თაბუკა" რომელიც 2005 წლიდან ახორციელებს ევროპული ტკბილეულის და ჩაის დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით - აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-ექსპედიტორის/მძღოლ-მომმარაგებლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი, გუდვილის მიმდებარედ.
ფუნქცია-მოვალეობები:
** საწყობის თანამშრომელთან ერთად პროდუქციის გადამოწმება და ავტოტრანსპორტში ჩალაგება.
** ობიექტების მომარაგება გაწერილი გეგმისა და მარშუტის მიხედვით.
** პროდუქციის ობიექტებზე მიტანა და ზედნადების საფუძველზე გადაცემა.
** ავტოტრანსპორტის მოვლა და ტექნიკური გამართულობის მიზნით დროულად რეაგირება სარემონტო პროფილაქტიკაში შეკეთებით.
** უკან დასაბრუნებელი პროდუქციის მითვლა და მოტანა.
ძირითადი მოთხოვნები:
** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა, სასურველია C კატეგორიის ქონაც.
** სატვირთო (მაცივარი მარშუტკის ტიპის) ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის გამოცდილება
** სასურველია იგივე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და გუნდური მუშაობის უნარი
** გამართული კომუნიკაციის უნარი
გთავაზობთ:
** ანაზღაურება: ფიქსირებული და ბონუსი (საშუალოდ 1200 - 1700)
** ტრანსპორტირებას
** ხელფასის ზრდის პერსპექტივას
** მეგობრულ გარემოს
** სტაბილურ ანაზღაურებას და ბონუსებს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კეთილმოწყობილ სამუშაო სივრცეს
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე/CV ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: cvtabuka@gmail.com და გთხოვთ აუცილებლად სათაურის ველში "subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მძღოლი-ექსპედიტორი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV ვერ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!