"IATA"-ში აკრედიტებული ტურისტული კომპანია "Georgian Travel Group" აცხადებს ვაკანსიას სამგზავრო ავია გადაზიდვების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ავიაბილეთების დაჯავშნა და რეალიზაცია
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმოება;
** მომხმარებელთან ხანგრძლივი საქმიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა, შემდგომი შენარჩუნება და განვითარება;
** კომპანიაში მიმდინარე პროცესებში ჩართულობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ავიაბილეთების და სხვა ავიამოცულობების გაყიდვებში მინიმუმ 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება.
** ავიამოცულობების დაჯავშნის და გლობალურ რეალიზაციის სისტემების (Amadeus, Gabriel ან სხვა) ცოდნა და კვალიფიციური მუშაობის გამოცდილება.
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა, დამატებით რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, Outlook) ცოდნა;
სამუშაო განაკვეთი: სრული
შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა: განსაზღვრული ვადით
შრომის ანაზღაურება: განისაზღვრება კომპანიის შიდა პოლიტიკისა და კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: a.kvitaishvili@gt-group.ge
გთხოვთ, მიიღოთ ცნობად, რომ გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან უახლოესი ორი კვირის განმავლობაში. სხვა შემთხვევაში ითვლება, რომ თქვენი რეზიუმე აღარ განიხილება!
გისურვებთ წარმატებას!