jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: აგრო კომპანია ბარაქა
გამოქვეყნდა: 20 სექტემბერი / განცხადების ვადა: 20 ოქტომბერი

კომპანია "ბარაქა" არის ბრენდი, რომელიც პროფესიონალთა გუნდით აგრარული სფეროს განვითარებაზე ზრუნავს, სფეროში ახალი აღმოჩენებისა და ინოვაციების დანერგვას უზრუნველყოფს და ფლობს 10 ქსელურ აგრომაღაზიასა, ფერმერთა მომსახურების ცენტრს საქართველოში.

ჩვენ გთავაზობთ დინამიურ და განვითარებად სამსახურს ახალგაზრდულ და საინტერესო გუნდში.

გვიხილეთ:

Facebook-ზე - https://www.facebook.com/Baraka.Georgia
Youtube-ზე - https://www.youtube.com/channel/UCsf-gTio59lA2kGBQxce83A
ან ვებ-გვერდზე - http://www.baraka.ge

ბარაქაში ვაცხადებთ ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მარკეტინგული/საკომუნიკაციო სტრატეგიის შედგენა და განხორციელების გზების შემუშავება;
** მარკეტინგული ღონისძიებებისა და კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და ანალიზი;
** ბრენდის სწორი პოზიციონირებისთვის საჭირო აქტივობების დაგეგმვა;
** სოციალური ქსელის და საიტის მონიტორინგი;
** მარკეტინგის გრძელვადიანი და მოკლევადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება;
** ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემოს სისტემური კვლევა/ანალიზი;
** გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული აქტივობების ორგანიზება;
** ჩატარებული მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის კვლევა/შეფასება და რეპორტინგი;
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება, საკომუნიკაციო არხების შერჩევა;
** ახალი პროექტების ინიცირება, დაგეგმვა და განხორციელება გუნდთან ერთად;
** ქოფირაითის პრინციპებისა და ტექნიკების ცოდნა;
** Facebook ads, Remarketing, Meta business Suite მუშაობის გამოცდილება;
** სარეკლამო (Ads) აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება, ბიუჯეტის შემუშავება და მონიტორინგი;
** საქართველოს რეგიონებში გადაღებებზე სიარული და გადამღები ჯგუფის მონიტორინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული უნარები:

** უმაღლესი განათლება (მარკეტინგის მიმართულებით)
** Facebook ads, Remarketing, Meta business Suite მუშაობის გამოცდილება
** ქოფირაითის პრინციპებისა და ტექნიკების ცოდნა
** ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა; დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა.
** აუცილებელია სოც. მედიაში მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მქონე დაკისრებული ვალდებულებების მიმართ;
** კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის კარგი ცოდნა Word, Excel, Power Point.

ანაზღაურება: 1500-2500 გამოცდილების მიხედვით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@baraka.ge. "Subject" ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება მარკეტინგის სპეციალისტი.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |