jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: პროექტების ასისტენტი
მომწოდებელი: საქართველოს უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 20 სექტემბერი / განცხადების ვადა: 27 სექტემბერი

"საქართველოს უნივერსიტეტი" გთავაზობთ, გახდეთ სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროექტების ასისტენტი UG-ში.

ჩვენს პერსონალს დავახვედრებთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** პროფესიული განვითარების ხელშეწყობას;
** ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას;
** უსაფრთხო სამუშაო გარემოს;
** უახლეს საოფისე ტექნოლოგიებს.

თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება:

** ასისტირება გაუწიოს სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ჟურნალისტიკისა და სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტებისა და აქტივობების განხორციელებაში;
** მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო და ადგილობრივ აკრედიტაციების მიმართულებით განსახორციელებელ აქტივობებში;
** მოახდინოს პროექტებსა და აქტივობებში ჩართული სტუდენტების და თანამშრომლების ასისტირება და კოორდინირება;
** იმუშაოს დეპარტამენტის უფროსთან ერთად პროექტების/აქტივობების გაფართოებასა და განვითარებაში.

კვალიფიკაცია, რომელსაც ვითხოვთ:

** სტრატეგიული და მასობრივი კომუნიკაციების ცოდნა და გამოცდილება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
** ციფრული ტექნოლოგიების მაღალ დონეზე ფლობა;
** უმაღლესი განათლება.

უნარები, რომელიც უნდა გქონდეთ:

** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** სისწრაფე და ოპერატიულობა;
** გუნდურობა და გუნდურად მუშაობის უნარი;
** მოტივაცია;
** ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის კარგი უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ CV 2024 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ug.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: პროექტების ასისტენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
საქართველოს უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 6000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.
სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://ug.edu.ge/public/
საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს უნივერსიტეტის მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |