ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში "MAC Georgia"-სთან პარტნიორობით, აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლის მსურველთათვის.
პროგრამა მოიცავს:
** სწავლის საფასურის დაფინანსებას 4 წლის განმავლობაში;
** ფულად დახმარებას 4 წლის განმავლობაში დამატებითი ხარჯებისთვის.
** ინგლისური ენის უფასო კურსებს;
** სტაჟირების შესაძლებლობებს;
** პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.
ვისთვის არის სტიპენდია?
სტიპენდია გათვლილია სოციალური დახმარების მოსარგებლეთათვის, რომელთაც გააჩნიათ 70 000 ან ნაკლები სოციალური ქულა.
აპლიკაციის გამოგზავნის ინსტრუქცია:
საბუთების გამოგზავნის ან/და ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის შევსების ბოლო ვადაა 22 სექტემბერი.
ჩამოტვირთეთ განაცხადი (https://shorturl.at/vAHLo), შეავსეთ და გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: Scholarship@amcham.ge ან შეავსეთ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/AazWoiBwD41J9EmF7
დეტალები იხილეთ ლინკზე: https://shorturl.at/MNYG2
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკომენტარეთ ან მოგვწერეთ პირად
შეტყობინებაში.
გისურვებთ წარმატებებს!