Cenomi Retail მოდის რითეილის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი და მრავალფეროვანი პორტფელის მქონე კომპანიაა. ჯგუფი 90-მდე ცნობილ ბრენდს აერთიანებს და კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში და ჩრდილოეთ აფრიკაში 2000-ზე მეტ მაღაზიას ფლობს.
Cenomi Retail Georgia 20-მდე ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის: Zara, Mango, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Aldo, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sunglass Hut, Oysho, Zara Home, Parfois, Ipekyol, Kiko Milano და ა.შ. დღესდღეობით კომპანია თბილისისა და ბათუმის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას.
პოზიციის დასახელება: ვიზუალური მერჩენდაიზერი - ZARA
მისამართი: Grand Mall ბათუმი - შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა #29
ძირითადი მოვალეობები:
** მაღაზიაში პროდუქციის განლაგების დაგეგმვა და კოორდინირება.
** მაღაზიის ვიზუალურ მხარეზე მუშაობა, გაყიდვებზე დაყრდნობით.
** კომერციული რეპორტების ანალიზი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
უნარები:
** კრეატიულობა
** დღის დაგეგმვა პრიორიტეტების მიხედვით
** დროის მენეჯმენტი
** ტრეინინგის ჩატარების უნარ-ჩვევები
** ღია კომუნიკაცია
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე, 40 საათი
ანაზღაურება: 1000 + ბონუსი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: cvgeo@cenomi.com და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ვიზუალური მერჩენდაიზერი Grand Mall Batumi.