კაფე-სანაყინეების ქსელი "ლუკა პოლარე" აცხადებს ვაკანსიას ვიდეო მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ვიდეო კამერების მეშვეობით კომპანიის ობიექტების მონიტორინგის წარმოება;
** ობიექტების და სალაროების ვიდეო მონიტორინგი;
** დარღვევების დაფიქსირება, აღრიცხვა და რეპორტინგი;
** წარმოებისა და ლოჯისტიკური პროცესების (საქონლის მიღება-დატვირთვა-გადმოტვირთვა-გაცემა) ვიდეო-მონიტორინგი + და შეუსაბამობების გამოვლენა;
** თანამშრომლების მხრიდან, შინაგანაწესით განსაზღვრული ნორმების დაცვის კონტროლი (სამუშაო დრო, პირადი ჰიგიენა, უნიფორმის ტარება და სხვა);
** სალაროებისათვის შემუშავებული წესისა და პროცედურის შესრულების მონიტორინგი;
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების შესრულება;
ძირითადი მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება მინ. 2 წლიანი;
** რითეილ სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
უნარ-ჩვევები:
** შრომისმოყვარე, ორგანიზებული და მოტივირებული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ განაცხადი გამოგზავნოთ მეილზე: hr@lucapolare.com და სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება.