"Digital TV" აცხადებს ვაკანსიას ინსტალატორის პოზიციაზე ბათუმში (აჭარა).
Digital TV არის ციფრული მაუწყებლობის ოპერატორი, რომელიც რეიტინგულ სატელევიზიო არხებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, მაღალი ხარისხით ავრცელებს.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის მომხმარებლებისთვის და აბონენტებისთვის მიმღები მოწყობილობების მონტაჟი, დაზიანების აღმოფხვრა და დემონტაჟი
** მომხმარებლებთან შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საკუთარი ავტომობილის ყოლა
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
** დაკვირვებულობა და ორგანიზებულობა
** კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკებების წარმოების და ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება
ბენეფიტები კომპანიისგან:
** ავტომობილის დაზღვევა
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ულიმიტო სასაუბრო კორპორაციული ნომერი
** საწვავით უზრუნველყოფა
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებულ ხელფასს + ბონუსი (1500 ლარიდან)
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, 2024 წლის 20 მაისის ჩათვლით, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ელფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: hr@digitaltv.ge
დანიშნულების ველში აუცილებელია მითითებული იქნეს პოზიციის დასახელება - "ინსტალატორი ბათუმში".